“უნდა მოექცნენ ისე, როგორც სხვა ქვეყნებში ექცევიან პრეზიდენტს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები” | 02.06.2023

საქართველოს პრეზიდენტის, განცხადებით, ზიანი რომელიც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით მიადგა, გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და შეწყალება ამ ზიანს ვეღარ შეცვლის. როგორც სალომე  ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუსას თქვა, სააკაშვილს უნდა მოექცნენ ისე, როგორც დაპატიმრებულ პრეზიდენტებს ექცევიან სხვა ქვეყანაში, თუნდაც გამოიყენონ ელექტრონული სამაჯური ან სხვა უფრო ჰუმანური ფორმის სასჯელი.

“მე ბევრ რამეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შევარბილო. თუმცა, ზიანი რაც მოგვადგა, ეს მოგვადგა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და შევიწყალებ თუ არა მას, ეს არ შეცვლის ამ ზიანს. მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.