პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება კონკრეტული სამართლებრივი მიზეზებით არ შეუძლია | 01.06.2023

“პირველი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს” – ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგი ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას შეწყალების უფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი გარემოებების გამო არ შეუძლია.

უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას მაშინ შევალთ იმაში, რაც აღარ იქნება დისკრეციული უფლებამოსილება. ახსნის გარეშე მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია.   სამაგიეროდ, მე ვიზიარებ აზრს, რომ საჭიროა  მისი ჯანმრთელობა იყოს მოფრთხილების საგანი.  არის სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ვისაც შეუძლიათ ჩამოსვლაეს ის საკითხია, რომელიც მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ის ეჭვი, რაც შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მას მიზანმიმართულად არასათანადოდ ეპყრობიან.   ის არის კერძო კლინიკაში, ჩვენ კონტაქტზე ვართ ექიმებთან, ვინც მას მკურნალობენ. მას მე ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, 300-ზე მეტი ვიზიტი ჰქონდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, შემაშფოთებელია, რომ ის შეიძლება ციხეში იყოს, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.