პაპუაშვილი ევროპელ პარტნიორებს სავარძელზე წამოწოლილ ნაცმოძრაობის მხარდამჭერ ექსპერტებად მოიხსენიებს | 01.06.2023

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპელ პარტნიორებს კვლავ აკრიტიკებს და მათ სავარძელზე წამოწოლილ ნაცმოძრაობის მხარდამჭერ ე.წ ექსპერტებად მოიხსენიებს. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი, როგორც მშვიდობის პროექტი, დღეს რადიკალური ოპოზიციის ხელშია.

დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა პაპუაშვილმა სიმართლის თქმის აუცილებლობით ახსნა. მისი განცხადებით, არ უნდა არსებობდეს ტაბუდადებული თემები, მათ შორის, პრობლემა არ უნდა იყოს დასავლეთის კრიტიკაც, რადგან სიტყვის თავისუფლება ევროპული ღირებულებაა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა.