ღარიბაშვილის რიტორიკა იმეორებს კრემლის პოზიციას – 20-მდე არასამტავრობო პრემიერის განცხადებებს გმობს | 31.05.2023

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გმობს.  აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის რიტორიკა იმეორებს კრემლის პოზიციას და  პრემიერის  გამოსვლა სრულად თანხვედრაშია კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, NATO-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.

“პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს. სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. ასევე, შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,” – არასამთავრობოების განცხადება.