მწვავე პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე | 30.05.2023

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო 27 ქვეყნის ევროკავშირის ელჩის დემარში  – განხილვის მთავარი საკითხი იყო საქართევლოს პარლამენტში. პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ამ საკითხზე საუბრით გახსნა. ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ ელჩებმა დემარშით საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს, რაც მისთვის “ერთგვარი სიურპრიზი იყო”. ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის ტრიბუნიდან ხაზგასმით გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს რუსეთს სანქციები დაუწესოს. რადგან,  მისი თქმით, სანქციების დაწესებას ესკალაცია და ეკონომიკური ზიანი მოჰყვება.

ირაკლი კობახიძის ანტიდასავლურ განცხადებებს  უპასუხეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.  დეპუტატებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით ქვეყანა პოლიტიკურად დაზიანდა.

ირაკლი კობახიძის ანტიდასავლური განცხადებების პარალელურად,  პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და დავთ ხაჯიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.  მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციის ამ ნაბიჯით ისე გააღიზიანდნენ, რომ დეპუტატებს  პარლამენტის თავმჯომარემ კერპთაყვანისმცელები უწოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პარლამენტში დეპუტატებმა იმსჯელეს, ბრატისლავაში პრემიერ- მინისტრის მიერ გაკეებული  განცხადებებია. ირაკლი ღაირიბაშვილის გზავნილები  მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით,  ევროკავშირის შემდეგ ხელისუფლების პროპაგანდის ახალი მიმართულება  ნატო-ში გაწევრიანების საკითხის საბოტაჟი იქნება.