საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას კრემლის გავლენით ბლოკავს – ბენ ჰოჯესი | 29.05.2023

“კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა სერიოზულად მოკიდებოდა ანაკლიის პორტს, რაც საქართველოს ევროპასა და ევრაზიას შორის პორტალად აქცევდა,” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას კრემლის გავლენით ბლოკავს.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, კრემლის გავლენით ბლოკავს ამ პორტის განვითარებას საქართველოს ახალგაზრდების საზიანოდ“, – წერს ბენ ჰოჯესი.