„ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა! – გახარია | 29.05.2023

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პარტიისა და ყოფილი გუნდის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. ექსპრემიერი წერს, რომ თანამდებობიდან გადადგომის და პარტიის შექმნის გადაწყვეტილება სწორედ საქართველოსთვის მიიღო, ხოლო :ქართულმა  ოცნებამ:  საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთა. გიორგი გახარია მმართველ პარტიას ღიად ანტიდასავლურ  ძალას უწოდებს და ამბობს, რომ ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის ბრძლას განაგრძობს.

დღეს 2 წელი გავიდა პარტიასაქართველოსთვისდაფუძნებიდან. დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა.  მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და ოცნებისმაშინდელმა ბოსებმათავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს ჰიბრიდულ ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა. დღეს უკვე ოცნება ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდატერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებასრა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს! 2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს. ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – გიორგი გახარიას განცხადება.