საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი | 26.05.2023

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ყველა ქართველს და მთელ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერათ და გამძლე გაგხადათ. თავისუფლება იმარჯვებს ყველა ბრძოლაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.