სალომე ზურაბიშვილს მწვავე და ხმაურიანი განცხადებები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე | 26.05.2023

საქართველოს პრეზიდენტმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო  ღონისძიებაზე საკმაოდ მწვავე და ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.  სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ოკუპანტ ქევყანასთან ფრენების აღდგენა გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. ზურაბიშივლმა “ქართული ოცნების” მეირ ბოლო დროს რუსეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო ბოდიში მოუხადა ქართველი გმირების – გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას სამთავრობო ლოჟიდან ისმენდენ ზურაბიშვილის გზავნილის ადრესატები. კრიტიკის მოსმენა როგორც ჩანს მათთვის რთული აღმოჩნდა.  ამთავრობო ლოჟიდან პრეზიდენტის მისამართით ორჯერ გაისმა  საპროტესტო შეძახილი “მოღალატე ხარ.”

პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტის გამოც. სალომე ზურაბიშვილმა  ეჭვქვეშ დააყენა, რომ “ქართულ ოცნებას” არასასურველი სტუმრების ჩამოსვლის შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინეგტაციაზეც. მისი თქმით, გაუგებარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ზურაბიშივლი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერების  ყოველდღიური განცხადებები,  ევროპულ მომავალს  გვაშორებს. პრეზიდენტმა დასვა კითხვა: სად გაქრა სიტყვები “ევროპა ჩვენი არჩევანია”?!