მსოფლიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს | 26.05.20023

მსოფლიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებით განათდა ვაშინგტონის ხიდი.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი”. საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “აფხაზეთი“-ს მიერ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

26 მაისთან დაკავშირებით, შვეიცარიაში, ქალაქ  ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს  ესტონეთშიც.

ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქ. იზმირის – მთავარ სიმბოლოზე – „საათის კოშკზე“.