მსვლელობა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით პარტია „ლელოს” ორგანიზებით | 26.05.2023

პარტია „ლელოს”  ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართა. აქცია  მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა.  როგორც პარტიის წევრები ამბობენ, დღევანდელი  მარშით ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია.