დღეს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ევროპის დროშებით მსვლელობა მოეწყო. დღის პირველ ნახევარში რუსთაველის მეტროსთან მოძრაობები “ტალღა” და “ჯიუტები” შეიკრიბნენ. მსვლელობის მონაწილეები ევროკავშირის დროშით პარლამენტთან მივიდნენ, თუმცა თავისუფლების მოედნისკენ გზის გაგრძელება, ფიცის დადების ცერემონიის პარალელურად გადაწყვიტეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დააკავებულია ერთი პირი.
სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია ევროპული მომავალი – 26 მაისის მთავარი ღონისძიება ევროკავშირის დროშის გარეშე არ უნდა ჩატარებულიყო.