Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს | 25.05.2023

“ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს,” – ამის შესახებ   რუსულ მედიას “არტივეაის”  Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.   მისივე თქმით, გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი. 

„დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, – ამბობს გაიაშვილი რუსულ მედიასთან.   

მისივე  თქმით, Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.