“ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია” | 25.05.2023

ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია,ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს. მოძრაობის წევრებმა რუსული ეროვნული ანსამბლის ყოფნა საქართველოში გააპროტესტეს და მათ ავტობუსზე ანტირუსული წარწერები გააკეთეს.

“ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი რუს მეომარს მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს”, – წერს სირცხვილია.

სამოქალაქო აქტვისტების თქმით, ურალის ცეკვის ანსამბლის ავტობუსის გამოჩენა საქართველოში  შეურაცმყოფელია.