მოგიწოდებთ, ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნოთ – ოპოზიციის წერილი პაპუაშვილს | 25.05.2023

“მოგიწოდებთ, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისადმი  მიწერილ ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის კიდევ ერთი ჩვენებაა.