მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში | 25.05.2023

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის “ანგელოზის დღის მისალოცად”, არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს იმყოფებოდა.

24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა.