ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინის ომი ომია?! სად არის ლოგიკა?!- ღარიბაშვილის განცხადებები ყატარში | 24.05.2023

“ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?! სად არის ლოგიკა?! მეორე ფრონტის ნახვა უნდათ საქართველოში, პირდაპირი ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია”ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პროპაგანდისტული  გზავნილები.  

კატარის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრს პირველი კითხვა რუსეთ-უკრიანის ომზე დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილი ისევ  იმეორებს, რომ უკრინას საქართველოში მეორე ფორნტის გახსნა სურს. პრემიერი ამბობს, რომ  მისი ამოცანა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ხალხის დაცვაა. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა კითხვას სანქიცების დაწესების შესახებაც. მისი თქმით, ორმხრივი ეკონომიკური სანქიცების დაწესების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა.

პრემიერ-მინისტრმა, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ასევე განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა  რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია და საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. პრემიერი ირწუნება, რომ საქართელოს ხელისუფლებას  რუსეთთან მხოლოდ  სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს. ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხაიზიარებს თუ არა პუტინის ნარატივს.

პრემიერ-მინისტრს კატარში ყოფილ პრეზიდეტნტზე მიხიელ სააკაშვილზეც დაუსვეს კითხვები. მისივე განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი  სასჯელს არა ციხეში, არამედ კერძო კლინიკაში იხდის.

„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის… ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.  ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.