ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრები თბილისში | 24.05.2023

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოშია. ხავიერ კოლომინა  უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ხავიერ კოლომინამ ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშივილთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან.  შეხვედრებზე განხილული იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები,   რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი. მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იყო ნატო-ს  ვილნიუსის სამიტისთვის მზადებაც.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. ქართველ მაღალჩინოსნებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია მედიასთან პრესკონფერენცია.