მედიაპლურალიზმი ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა – “ქართული ოცნება” | 24.05.2023

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მედიაპლურალიზმი ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. კობახიძე Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო.