გიგა ბოკერია მოქალაქეებს 28 მაისს, გარუსების პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს | 24.05.2023

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს 28 მაისს, „გარუსების პოლიტიკის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  ხალხის ძალის დეპუტატის- დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და “სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ”. ბოკერიას განცხადებით,   მთავრობა საქართველოს ინტერესების დაზიანებას უწყობს ხელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.