შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით – სახელმწიფო დეპარტამენტი | 23.05.2023

“რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას კიდევ ერთხელ  გამოთქვამს” – ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ახლა, როცა დასავლურმა საზოგადოებამ პუტინის რეჟიმთან დისტანცირება არჩია, რუსეთთან ურთიერთობის ზრდის დრო არ არის.