ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი twitter-ზე ირაკლი კობახიძის კომენტარს აზიარებს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი twitter-ზე ირაკლი კობახიძის კომენტარს აზიარებს, რომელმაც თქვა, რომ “პერსონალური სანქციების დაწესება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს” და წერს, რომ “ოცნების” თავმჯდომარე სიღრმისეულ საექსპერტო აზრს გვთავაზობს ადამიანის უფლებების თაობაზე, თუმცა არაფერს ამბობს, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილზე.

ირონია იმაშია, რომ ირაკლი კობახიძე ასეთ სიღრმისეულ საექსპერტო აზრს გვთავაზობს ადამიანის უფლებების თაობაზე, მაგრამ მსგავსს არაფერს ამბობს, როდესაც საქმე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ეხება?” – წერს ლექსმანი.