არა მხოლოდ რუსეთის არმიის, პუტინის დღეები არის დათვლილი – მიხეილ სააკაშვილი | 22.05.2023

“მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად,” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველას ვინც განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის.

“ყველა ვინც არის უკრაინის მხარეს არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის სწორ მხარეს. ყველა ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს განუდგა და შეურაცხოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი.  ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.  მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში,” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.