პასუხისმგებლობა შეეხება ყველას და უპირველესად დამალულ ივანიშვილს – გიორგი გახარია | 19.05.2023

პირველი რუსული თვითმფრინავი საქართველოში ოთხოზორიას მკვლელობის და წამების დღეს დაეშვა – ყოფილი პრემიერი ტვიტერზე ეხმაურება. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი წერს, რომ ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას.

“მმართველი პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, პირველი რუსული თვითმფრინავი დაეშვა საქართველოში ქართველი გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის და წამების დღეს. ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას” –  წერს გახარია ტვიტერზე,