“პუტინი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ, გარკვეული საფასური მიიღოს” – საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ჩნდება კითხვები, რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის შემოღების გადაწყვეტილება ახლა. როგორც კელი დეგნანმა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, გასათვალისწინებელია, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს.
“ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს ავაკებენ, რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რომელსაც რუსეთის მხრიდან vხედავთ. ეს მცდელობაა, რომ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოსთან და ჩნდება კითხვა, რატომ ახლა, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს, თუ შეთავაზებებს, რა არის ამის საფასური? რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი, ან თუნდაც რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს და რა იქნება საქართველოსგან გადასახდელი?” – განაცხადა კელი დეგნანმა.