ველოდებოდი შეშფოთებას, ველოდებოდი, რომ იქნებოდა სინანული, გულისტკივილიც – კობახიძე კელი დეგნანზე | 18.05.2023

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩისგან სინანულისა და გულის ტკივილის გამოხატვას ელოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ამერიკის ელჩი უფრო მეტად იზრუნებს საკონსულოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე.

მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ანსამბლი „მართვე“ ამერიკაში გასტროლებზე ვერ წავიდა, რადგან საელჩომ წევრებს მოსთხოვა სათითაოდ შეეტანათ განაცხადები ვიზების მიღების შესახებ.