მორიგი გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან | 17.05.2023

მორიგი გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.   სახცელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი  ვედანტ პატელი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესრულება “მზარდად შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დასავლური ქვეყნებისთვისაც”.  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს ამერიკა საჭიროების მიხედვით გადადგამს.   პატელი  აცხადებს, რომ “ახლა, როცა მთელი სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან, არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის”.