კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს, რა ფასი აქვს მშვიდობას – ღარიბაშვილი რეიკიავიკის სამიტზე | 17.05.2023

“ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  როგორც ღარიბაშვილმა განმარტა,  საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებებით და ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი.