წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც “ვივამედში” გადმოვედი – მიხეილ სააკაშვილი | 16.05.2023

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან მორიგ წერილს ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის  ინფორმაციით, წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, “ვივა მედმა” სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.

“წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც “ვივამედში” გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.   წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.  არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება. შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.