პარლამენტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია, სახელწოდებით – „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ გამართეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ დასარტყამი ინსტრუმენტი და ბანერები წარწერით: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“, „არა რუსულ მთავრობას“, „რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს.