არავინ აპირებს, დაგითმოთ ეს ქვეყანა! – მწვავე განცხადებები სესიაზე | 16.05.2023

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა – ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში, საპარლამენტო ოპოზიციამ პოლიტიკური გამოსვლების დროს შეშფოთება გამოთქვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ რომ  რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაშვება არის საკუთარი მოქალაქების მტრობა, კონსტიტუციის უგულებელყოფა და საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავს “ქართული ოცნება”.

საპარლამენტო ოპოზიციამ ასევე აქცენტი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე გააკეთეს. მათი შეფასებით მთავარი არხის დამფუძნებელი პოლიტიკური პატიმარია. ხელისუფლების ოპონენტებმა  ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის გამო მმართველი გუნდი გააკრიტიკეს და თქვეს რომ ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრისა და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა.