საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. ფრენები 17 მაისიდან შესრულდება. ვლდიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით. მანამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რამდენიმე განაცხადი იყო შესული და რუსეთთან ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები შეძლებენ. ცნობილია ისიც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისებით დაინტერესებულია საქართველოს ავიახაზებიც.
“საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში. ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული,” – საქართველოსსამოქალაქოავიაციისსააგენტოსგანცხადება.
განცხადება გაავრცელა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამაც. ამბობენ, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ შესრულდება, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. ცნობილია, რომ პირველი რეისი საქართველო-მოსკოვს შორის ხვალ შესრულდება. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს აფრთხილებენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სანქცირების რეალურ საფრთხეს ნიშნავს.
რუსული კომპანიების უმეტესობა, რომელიც საქართველოში ფრენების სურვილს გამოთქვამს, ევროკომისიის მიერ შედგენილ “შავ სიაში” არიან მოხვედრილი იმის გამო, რომ არ შეუძლიათ დაიცვან უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. ამ სიაში მყოფ კომპანიებს აკრძალული აქვთ ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში და ასევე ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობის უფლება. მიუხედავად ამისა “ქართული ოცნების” ლიდერები პუტინის მიერ მიღებულ გადაწტყვეტილებას დადებიდათ აფასებენ.
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისთვის გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთება მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან და სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით. დიპლომატი ამბობს რომ ქართველები უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ, რომ პუტინს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაეყვანა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 10 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულებით,საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა გაუქმდა, დღეიდან- 15 მაისიდან კი საქართთველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული.ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შწყვიტა.ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირ ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას. პუტინის გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროში თქვეს, რომ სანქცირებული კომპანიები ან ხომალდები რეისებს ვერ განახორციელებენ.