„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოუწოდეს პარტიის მენეჯმენტს უარი თქვან მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე. განცხადებას მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე. სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას. ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები! – წერს ნიკა მელია.