“მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე” | 11.05.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “რუსეთში მყოფ მილიონ ქართველზე” “ქართული ოცნების” პროპაგანდას პასუხობს.  ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა პრობლემას არც აქამდე არ წარმოადგენდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. პრეზიდენტი წერს, რომ თუ ხელისუფლებას მართლაც აინტერესებს თანამემამულეების ბედი, რატომ არ მარტივდება მოქალაქეობის მინიჭების, ან აღდგენის პროცედურა.