კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და ჯიმ რიშს სააკაშვილის რეჟიმის მეგობრებად მოიხსენიებს | 11.05.2023

ამერიკელი სენატორების,  ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებას   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა და ისინი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ სენატორები 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე მსგავსი შინაარსის განცხადებებს არ აკეთებდნენ. კობახიძე შაჰინს და რიშს სააკაშვილის რეჟიმის მეგობრებად მოიხსენიებს.