„დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება”- ღარიბაშვილი რუსეთის გადაწყვეტილებაზე | 11.05.2023

„დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება”- ასეთია  პრემიერის პირველი კომენტარი, რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ.   ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ამბობს, რომ “ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები”.  პრემიერმა თქვა, რომ  მილიონ ეთნიკურ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, გაუადვილდება გადაადგილება საქართველო-რუსეთს შორის.