არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოზე ზრუნავს – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. ელჩის თქმით, ქართველებზე ზრუნვის შემთხვევაში, მოსკოვმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან.