“პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს” | 11.05.2023

პუტინის გადაწყვეტილებებს, რომელმაც გუშინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამით ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს:

“პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო.  რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.