“ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიების დაფინანსების გაკონტროლებას ითხოვს | 10.05.2023

მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების დაფინანსების გაკონტროლებას ითხოვს. პარლამენტის თვამჯდომარე, შალვა პაპაუაშვილი ამტკიცებს, რომ ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. პაპუაშვილის თქმით,  ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“, „დროას“, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების შემთხვევაში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.