რუსეთის გადაწყვეტილება არის დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება – ასე აფასებს ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მოსკოვმა “ქართული ოცნება” იმ პოლიტიკის გამო დააჯილდოვა, რომელსაც ის რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ატარებს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან უვიზო რეჟიმზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.