დავით არახამიამ სოციალურ ქსელში ქართულენოვანი გვერდი შექმნა და საქართველოს მოქლაქეებს ქართულ ენაზე მიმართა. არახამია წერს, რომ საქართველოს უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს შესახებ კიევში მყოფ ევროკომისიის ხელმძღვანელსაც ესაუბრა. არახმიას ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ თავდასხმას მოჰყვა, რომელმაც უკრაინის მმართველი პარტიის ხალხის ძალის ლიდერს „არარაობა“ უწოდა და სქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
“საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა ?? წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!,” – წერს დავით არახამია.