მოსკოვში, აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ | 09.05.2023

“მოსკოვში, “გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ,” – ასე აღწერს გამოცემა CNN-ი მოსკოვში ჩატარებულ 9 მაისის აღლუმს.  წითელ მოედანზე  აღლუმი 47 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ღონისძიების საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღონისძიებაში მონაწილეობა 11,000-მა ჯარისკაცმა და 131-მა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.  საზეიმო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეის, უზბეკეთის, და სომხეთის ლიდერები.   აღლუმზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ “ომია გაჩაღებული”, რაშიც “დასავლელი გლობალისტი ლიდერები” არიან დამნაშავეები. პუტინის მტკიცებით, მათ რუსეთის “დაშლა და განადგურება” სურთ.