„მონაწილეობას ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, განვიხილავთ, როგორც ამორალურ ნაბიჯს“ | 09.05.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში “გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას, ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. “აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა და თავისუფლებისთვის იბრძვის,” – ნათქვამია  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.