ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ლაიენმა ევროკავშირის სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დააანონსა. მისი თქმით, სანქციების პაკეტი ახლა ფოკუსირებულია რუსეთის მხრიდან უკვე დაწესებული სანქციების თავის არიდების მცდელობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირი სანქციებს მალე დაამტკიცებს.