ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების და საელჩოების წარმომადგენლების მიმართვა ქართველ ხალხს | 09.05.2023

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის, თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ამ დღესთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები მშობლიურ ენაზე აღწერენ, თუ რა არის მათთვის ევროპა.