ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო | 08.05.2023

ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება  მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე, მე-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.

ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს.  არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, “ალტ-ინფოს” ბაზაზე დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია. ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.