ქართული კოშმარი ქართველების ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ მუშაობს – მირიამ ლექსმანი | 05.05.2023

ქართული კოშმარი ქართველების ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ მუშაობს – ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი, ტვიტერზე წერს, რომ  საქართველოს ევროპელი სოციალისტების გაერთიანების მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას მიესალმება. მისივე თქმით, გაერთიანების მხრიდან კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში ღარიბაშვილის მონაწილეობის დაგმობა და ოცნებისთვის ევროპის სახალხო პარტიის  მომავალ სხდომაზე სტატუსის შესაძლო შეჩერება მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული.

“ამგვარი შეფასება ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ძალიან დაგვიანებული. ქართული კოშმარი ჩვენი ღირებულებების და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მუშაობს“ – წერს მირიამ ლექსმანი.

მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსი შეაფასოს. შეგახსენებთ, რომ საქარტველოს პრემიერი, უნგრეთში გუშინ  იმყოფებოდა, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, “ოჯახის სიწმინდეზე”.