როგორ იზეიმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონობა | 05.05.2023

33 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლი ჩემპიონია! ეს ისტორიაში მესამედ მოხდა, თუ პირველი ორი სკუდეტოს დროს ნეაპოლელთა ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა იყო, ახლა ერთ-ერთი მთავარი გმირი  22 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა. სერია A-ს 33-ე ტურში “ნაპოლი” “უდინეზეს” ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. უდინეს სტადიონზე  სტუმრებს 10 ათასამდე ნეაპოლელი ამხნევებდა. თუმცა მოვლენათა ეპიცენტრი იყო ნეაპოლი, სადაც გულშემატკივრება გამარჯვევა განსაკუთრებულად იზეიმეს.

განსაკუთრებული იყო ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ემოციებიც, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით 37 მატჩი გამართა.  სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.