გომელაურისთის გაუგებარია რატომ საუბრობენ მუდმივად გაზრდილ კრიმინალზე | 05.05.2023

გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, საქმე გახსნილია და დაკავებულია მათი დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც კერძო პირთან დაცვაში მუშაობდა.

ამასთან, გომელაურმა,  ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა, რომ სტატისტიკა დაკლებულია და მისთვის გაუგებარია, საიდან რატომ საუბრობენ მუდმივად გაზრდილ კრიმინალზე.