ნიკა მელიას განცხადება და ლევან ხაბეიშვილის პასუხი | 04.05.2023

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას“- ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. მელიას  თქმით, ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით, მწვავე საარჩევნო კამპანიები, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი პარტიისათვის.

“დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს – ასევე, მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რჩება სულ რამდენიმეკვირა და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას.დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულარჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა როგორც მინიმუმ:  1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ.სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე; 2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის მხრიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვასკვნით: ამ უმთავრესი საკითხის მიღმა, მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ დროსა და ვითარებაში, ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის,” – წერს ნიკა მელია.

ნიკა მელიას, „ნაციოანლური მოძროაბის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა. ხაბეიშვილის თქმით, ეს არჩევნები პარტიას სჭირდება, მისივე თქმით, პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება.